|
2022-03-31 14:17:41, 514 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია, სოფელ რუხში, მეთხილე ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იმყოფებოდა. მინისტრმა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, თხილის ბაღები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. „საქართველოში თხილის წარმოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგეხსენებათ, გვქონდა გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, რომელიც ჯერ კიდევ დღის წესრიგის ნაწილია. სახელმწიფომ, ფერმერებთან ერთად, მეთხილეთა ასოციაციის ხელშეწყობით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარა. წელსაც მნიშვნელოვანი სამუშაოები გვაქვს დაგეგმილი და შესაბამისი თანხებია გამოყოფილი. ყველა ღონისძიებას გავატარებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ აზიური ფაროსანასგან მიყენებული ზიანი. სახელმწიფოს და ფერმერების კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო; ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გავზარდეთ თხილის წარმოება და გავზარდეთ ექსპორტი, დაახლოებით, 115 მლნ დოლარის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტის უდიდესი ნაწილი, თითქმის 80%, ევროკავშირზე მოდის. ჩვენი მიზანია, მეტი შესაძლებლობა მივცეთ ჩვენს ფერმერებს, მიიღონ უფრო ხარისხიანი მოსავალი და შესაძლებლობა ჰქონდეთ, კარგ ფასად მოახდინონ რეალიზაცია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, მეთხილე ფერმერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით და გაზრდილია თხილის წარმოება. ფერმერებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2019 წელს „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა“. სახელმწიფომ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციას, რომელიც 25 ათასამდე მეთხილე ფერმერს აერთიანებს და რომელთა საკუთრებაშიც 31 ათასამდე ჰექტარია, 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი გადასცა, ხოლო ცოდნის ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო 100-ზე მეტი აგრონომ-კონსულტანტის დაქირავება. 2019 წლიდან, აქტიურად დაიწყო კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას, ტექნიკურ და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მექანიზმების შექმნას. „თხილის გადარჩენის პროგრამა“ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის წარმატებული მაგალითია, რამაც ხელი შეუწყო მოსავლის დაზიანებისგან დაცვას, ხარისხის გაუმჯობესებას და ადგილობრივი ფერმერების შემოსავლების ზრდას.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)