|
2021-10-30 13:35:58, 551 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტები ჩვენს წარმომადგენლებს დასდევენ და ცდილობენ მათ ბულინგს
"ნაც მოძრაობის" ტელევიზიიის ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს. - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო უბანზე 100 მეტრიანი რადიუსის დაცვის შემთხვევაში მათ სიების ფლობის უფლება აქვთ. ამასთან, მდინარაძე აცხადებს, რომ დაუშვებელია, სადმე "ნაცმოძრაობის" რომელიმე კანდიდატის გამარჯვების რისკი არსებობდეს. "მინდა მივაწოდო საზოგადებას ინფორმაცია, არჩევნები ძირითადად მიმდინარეობს ძალიან მშვიდად. ძირითადად იქ სადაც ხელოვნურად შექმნილი პროვოკაციული ფონი არ არის. ყველგან მშვიდად მიმდინარეობს არსებითი დარღვევების გარეშე. პირდაპირ ვიტყვი ბულინგი მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" ჟურნალისტების მხრიდან, მინდა კონკრეტული ინფორმაცია მოგცეთ, რომ კანონის შესაბამისად თუ 100 მეტრიანი რადიუსი დაცულია საარჩევნო უბანზე აგიტაცია შესაძლებელია. "ნაც მოძრაობის" ტელევიზიიის ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს და ეკითხებიან მათ რატომ აქვთ სიები. ხაზგასმით ვაცხადებ რომ მათ აქვთ ამ სიების ფლობის და ამით სარგებლობის უფლება. გარემო პოლარიზებულია და ამისი წყარო და შემოქმედები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ამ პოლარიზაციის წყაროს დამარცხება ხდება დღეს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი ამომრჩეველი მოახდენს და მოახერხებს სრულ მობილიზებას, ჩვენ გარანტირებული გვექნება მოგება 20-ვე საარჩევნო ოლქში და წარმოუდგენელია დავუშვათ, რომ სადმე „ნაცმოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელმა რაიმე გამარჯვება მოიპოვოს", - განაცხადა მდინარაძემ.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)