|
2021-10-30 11:16:08, 687 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ერთ მხარეს უიმედობაა, მეორე მხარეს შანსი და თუ ამას ვერ ხედავ, ან სათვალე გჭირდება, ან სინდისი
ერთ მხარეს არის საბჭოთა საქართველო თავისი პარტიული ლიდერებით, სუსით, ქურდებით, ინწილიგენციით და ვითომ სასულიერო პირებით, მეორე მხარეს არის შანსი - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ საკუთარ „ფესიბუქზე“ დაწერა. „ არჩევნებია დღეს ერთ მხარეს არის სტაგნაცია, ჭაობი, წუმპე მეორე მხარეს არის შანსი ერთ მხარეს არის კორუფცია, ნეპოტიზმი მეორე მხარეს არის შანსი ერთ მხარეს არის უიმედობა, უპერსპექტივობა, ნიჰილიზმი მეორე მხარეს არის შანსი ერთ მხარეს არის შეჩერებული ინვესტიციები, მილიარდობით ვალები, კატასტროფულად გაზრდილი ფასები, გაზრდილი გადასახადები მეორე მხარეს არის შანსი ერთ მხარეს არის ტყუილი, უტიფრობა, თავხედობა, ცინიზმი, ვირეშმაკობა, გადაგდება, ზიზღი მეორე მხარეს არის შანსი ერთ მხარეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე მოხტუნავე მონათა გუნდი მეორე მხარეს არის შანსი ერთ მხარეს არის საბჭოთა საქართველო თავისი პარტიული ლიდერებით, სუსით, ქურდებით, ინწილიგენციით და ვითომ სასულიერო პირებით მეორე მხარეს არის შანსი ერთ მხარეს არის ბედნიერი რუსეთი მეორე მხარეს არის შანსი პირველ მხარეს დგანან მეტწილად სხვადასხვა ჯურის წურბელები, რომლებიც ამ ქვეყნის გაღატაკებული ადამიანების მიერ შექმნილ დოვლათს ჭამენ სხვადასხვა გზებით მეორე მხარეს დგანან ეს ღატაკი ადამიანები როლებიც ყოველდღიურად წვალობენ, შრომობენ რომ საკუთარი თავი და ოჯახი შეინახონ ერთ მხარეს არის სასოწარკვეთილი, სუსტი, ღარიბი, საუკეთესო ახალგაზრდებისგან დაცლილი საქართველო, სადაც სადღეგრძელოებში იფხანენ გაუპატიურებულ ეგოს მეორე მხარეს არის შრომა, ბრძოლა და შანსი თავისუფების შანსი დღეს თუ ამას ვერ ხედავ, ან სათვალე გჭირდება ან სინდისი“ - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)