18:35 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 21:51:43, 598 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს

 არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს, არ არსებობს ასეთი რამ. ასე გამოეხმაურა მოძრაობა დროას ლიდერი ელენე ხოშტარია  პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას რომლის მიხედვითაც,  ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუმცა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულებით გამარჯვებული არ არსებობს.

"გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ თუ უნდა, მოკვდეს მიხეილ სააკაშვილიო, ვინ მისცა ღარიბაშვილს ამის უფლება? რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოწონს არ მოწონს მიხეილ სააკაშვილი, პოლიტიკურად როგორ ვიჩხუბებთ ჩვენ ერთმანეთში და რას გადავწყვეტთ თავისუფალი არჩევნებით, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, რომ მე ჩემი ქვეყანა ისე წამართვას, რომ ჩემი სახელით გააღოს ციხე, ვინც უნდა ის ჩასვას და მერე ასე შეურაცხმყოფელად ილაპარაკოს? არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც არ მოსწონს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში კიდევ ერთი პრეზიდენტი მოკვდეს, არ არსებობს ასეთი რამ.

არ არსებობს ასეთი დამოკიდებულებისგან მოგებული, ბიძინა ივანიშვილი იქნება, ღარიბაშვილი, წულუკიანი თუ ვინც გინდა, მისი ერთი გრამი უფლება რომ დაირღვეს, ზუსტად ასეთივე შემართებით უნდა დავიცვათ ის, იმიტომ რომ ჩვენ სახელს და გვარებს კიარ ვიცავთ, ჩვენ ვიცავთ, ზოგადად, ადამიანს, რომელიც უნდა იყოს ღერძი ჩვენი სახელმწიფოსი.- აღნიშნავს ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
"შემოსვლა მომგებიანია" - საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics