|
2021-10-29 15:25:06, 657 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი Ipsos-ისა და „მთავარის” კვლევაზე: ეს არის შეთანხმებული მოქმედება, გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია
ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია. - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა Ipsos-ისა და„მთავარის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს „მთვარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ცდილობს ეს ყველაფერი კომპანია Ipsos-ს გაადაბრალოს. „გუშინ ჩვენ საზოგადობას გავაცანით ის ფაქტი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ საარჩევნო კვლევების გაყალაბებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარისა“ და კომპანია Ipsos-ის მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევას რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ზუგდიდში განსხვავევებულმა მონაცემებმა გაყიდა ის ფაქტი, რომ გაყალბების ეს კვალი ბოლომდე ვერ წაიშალა და სწორედ ამან მოგვცა მინიშნება, რომ აქ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. სინამდილეში საქმე გახლავთ იმაში, რომ ეს არათუ ერთმანეთისგან გამიჯნული 2 კომპანიაა, არამედ ეს ხდება სისტემატურად იმ პერიოდიდან, რაც Ipsos-ი საქმიანობს საქართველოში და აწარმოებს წინასაარჩევნო კვლევებს „მთავარი“ არხისთვის. ეს გაყალბება სახეზე გვაქვს ყოველ ჯერზე. შესაბამისად, ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)