|
2021-10-26 19:25:07, 813 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ცენტრს „ემპათია “ მივმართავთ თხოვნით, გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება
ცენტრს „ემპათიას“ და მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით.- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი დიდი პატივისცემას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ, მაგრამ ვერ ენდობა კონსილიუმს , სადაც იუსტიცის მინისტრიც იღებს მონაწილეობას. "მიხეილ სააკაშვილი ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ. თუმცა, ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და ცენტრს „ემპათიას“ და მარიამ ჯიშკარიანს, იმას, ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნატიული კონსილიუმის ორგანიზება საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით. თუ სურთ იმ ექიმებს მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმშიც არის დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კონსილიუმის ჯგუფში. ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი. სხვათა შორის, გაურკვეველია, რატომ იღებს, ამის რა კვალიფიკაცია აქვს, სადაც მონაწილეობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც გააკეთა ის განცხადებები, რაც გააკეთა. ამ ადამიანებს უკვე წინასწარ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება, ამას არც მალავენ და შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არცერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციური დაწესებულება არ ითვალისწინებს“, - განაცხადა გვარამიამ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)