|
2021-10-25 22:11:57, 1081 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - მე მჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მართლა გადის კოალიციურ მმართველობაზე
ჩვენ ბევრჯერ ვიტრიალეთ ერთი და იგივე წრეზე და ერთპიროვნულმა და ერთპარტიულმა მმართველობამ ამ ქვეყანას ბევრ პრობლემა შეუქმნა, ამ წრეზე აღარ უნდა წავიდეთ. - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ქუთაისი მერობის კანდიდატის ხატია დეკანოიძს კოალიციური მთავრობის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით,ამ არჩევნებს აქვს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა ვიდირე უბრალოდ ადგილობრივ არჩევნებს. "მე არ ვუყურებ არჩევნებს, როგორც მხოლო და მხოლოდ თვითმართველობის არჩევნებს და მემგონი აქ ვინც ხართ ყველას კარგად გააზრებული გაქვთ ის ამბავი, რომ გარღვევით სადმე და მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს გარღევა ქუთაისშიც მოხდება, ჩვენ დავიწყებთ ამ ქვეყნის მოტრიალებას და დავიწყებთ ნელ-ნელა ჭაობიდან ამოყვანას, ამიტომ ამ არჩევნებს აქვს ბევრად უფრო დიდი დატვირთვა ვიდირე უბრალოდ ადგილობრივ არჩევნებს . ჩვენ ვებრძვით მართლა მონსტრს, რომელიც ყველა შესაძლო ძალებით გვიპირისპირდება და ცხადია ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში , მიუხედავად ამისა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი მათ შორის ქუთაისში რომ ეს მონსტრი დავამარცხოთ და დავიწყოთ ქვეყნის შემოტრიალება... მე ჯერა, რომ ამ ქვეყნის მომავალი მართლა გადის კოალიციურ მმართველობაზე. ჩვენ ბევრჯერ ვიტრიალეთ ერთი და იგივე წრეზე და ერთპიროვნულმა და ერთპარტიულმა მმართველობამ ამ ქვეყანას ბევრ პრობლემა შეუქმნა, ამ წრეზე აღარ უნდა წავიდეთ, ჩვენ მიუხედავად ჩენ შორის განსხვავებისა გადავაბიჯეთ რაღაცებს და გვჯერა, რომ ეს ქვეყანა წავა კოლიციური მმართველობის გზით- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
ინფანტინო ტრამპის ადმინისტრაციას FIFA-ს პრეზიდენტობის შენარჩუნებაში დახმარებას სთხოვს
SOCAR უზრუნველყოფს ყაზახური და თურქმენული ნავთობის ტრანზიტს ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)