|
2021-10-25 16:18:35, 755 ნახვა
პოლიტიკა
შსს-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა, პოლიიცის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის ნიშნად, კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა. ბერიშვილის თქმით, სამსახურიდან წასვლის მთავარი მიზეზი ლექსო რაფავაა, რომელიც მისი მეგობარია. "სამსახური დავტოვე ლექსო რაფავას გამო, იმიტომ, რომ ის არის ჩვენი მეგობარი, ყოფილი პოლიციელი. ეს იყო ჩემი მიზეზი სამსახურიდან წასვლის. ამიტომ ვტოვებ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასეთი ქმედებები", - განაცხადა ბერიშვილმა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თენგიზ გუნავამ აღნიშნა, ბერიშვილი არ არის ერთდერთი, შინაგან სქმეთა სამისნისტორს დატოვებას სხვა თანამშრომლებიც აპირებენ. "ბატონი გიორგი ბერიშვილი, პოლიცის მაიორი , რომლეიც გადადგა, დაწერა პატაკი თანამდებობიდან წასვლაზე. ყოვლად მიუღებელია მისთვის, რაც მოხდა ხობში რამდენიმე დღის წინ, როდესაც პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს და დაუდეს მას ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. ჩვენ გვაქვს კიდევ ინფორმაციები, რომ რამდენიმე პოლიციის მუშაკი, ისევე, როგორც გიორგი, სოლიდარულია და წარმოგიდგენთ, როდესაც ისინი იქნებიან მზად ამისთვის, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუვსმთ, რომ ასეთი სიბინძურე არავის არ გაუვა, ხელისუფლება ასეთი ბინძრი მეთდებით არ უნდა ებრძდეს ძალოვანი უწყებების ყოფილთანამშორმლებს ", - ამბობს გუნავა. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში 21 ოქტომბერს სპეცოპერაცია ცატარდა, რომლის დროსაც ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა დააკავეს. ასევე გაჩხრიკეს რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. არნიშნული სპეცოპერაციის შემდეგ, თანამდებობა შსს-ს სამმა თანამშრომლმა დატოა, ესენი არიან: რევაზ ლაზიშვილი , ჭაბუკა რაფავა და ომარ არქანია.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)