|
2021-10-25 14:21:13, 747 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება ხალხის ჩამოსაყვანად
რამდენი კაციც ჰყავდათ თავიანთ აქციაზე შეკრებილი, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ თბილისში ხალხი ჩამოვიყვანოთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება ოპოზიიცის კონტრაქცია. კობახიძის თქმით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენონ საკუთარი ძალა. „რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, ეს არის მესიჯბოქსი, რომელიც დაალაგეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, არავითარი კონტრაქცია ეს არ არის. ეს არის შემაჯაბელი საარჩევნო აქცია. რაც შეეხება ე.წ კონტრაქციას, მარტივად რომ გითხრათ, რამდენი კაციც ჰყავდათ შეკრებილი თავიანთ აქციაზე, იმდენი მარტო მძღოლი გვჭირდება, რომ ხალხი ჩამოვიყვანოთ თბილისში. ახლა თქვენ განსაჯეთ, ეს არის კონტრაქცია, თუ არის ნამდვილი აქცია, რომლის მიზანია საზოგადოებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ ჩვენება. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ არის თავისუფლების მომხრე, სურს ბოროტების დამარცხება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)