21:23 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 13:56:33, 950 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს

ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც პრემიერმა მელიას "კრიმინალი და უინტელექტო" უწოდა. 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ასეთ განცხადებები საარჩევნო კამპანიაში ეხმარება. 

"ბატონი ღარიბაშვილი რომ გიწოდებს უინტელექტოს, უცებ უნდა გასკდეს მიწა და ჩავარდეს, რაც მართალია მართალია. ცა უნდა ჩამოვარდეს და მიწა გასკდეს და ჩავარდეს, ეს ნახევრად ხუმრობით. რას ვიზამთ, ენას ძვალი არ აქვს, ბატონი ღარიბაშვილი მისდა გასაკვირად და ბევრისთვის პარადოქსალურად, ჩვენს საარჩევნო კამპანიაში გვეხმარება. ჩვენთვის ზურგის ქარის ფუნქციას ასრულებს. აქაც საქმე გვაქვს შეჩვევასთან, აღარ უკვირს ადამიანებს. პრემიერმინისტრი დილით ადრე დგება, შარვალს იცმევს, კოსტუმს იცმევს, ჰალსტუხს იკეთებს, მედიას გეძახით და იწყევლება, იწყევლება, იწყევლება."- ამბობს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
საფეხბურთო კლუბი იბერია სავიზო პრობლემების გამო ჩრდილოეთ ირლანდიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics