|
2021-10-23 14:54:00, 854 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს
მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს.- ასე პასუხობს შესახებ ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაცმოძრაობა" ვერცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს. მისი თქმით, ხელისუფლება იმდენ ზიზღს აფრქვევს და ამით "ნაცმოძრაობას" ეხმარება. "მინდა, ბატონ ღარიბაშვილს, პირადად მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ არსებობს. მადლობა მას არსებობისთვის, იმიტომ, რომ ის დიდწილად ჩვენ გვიადვილებს პოლიტიკურ ცხოვრებას და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კონტრასტს, რომელიც არსებობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ანუ ალტერნატივასა და ხელისუფლებას შორის, კოალიციურ მთავრობასა და ბატონ ღარიბაშვილს შორის. მადლობა ბატონო ირაკლი, მართლაც გვეხმარებით, უკეთესს ვერ ვინატრებდით, იმდენად დიდი ზიზღის, ბოღმის და ბალღამის ფრქვევა მოდის თქვენგან, თბილისელებს ეს არ სჭირდებათ, ამიტომ რაც უფრო ბევრ პრესკონფერენციას ჩაატარებს, ჩვენ უფრო მადლიერები დავრჩებით", - თქვა ნიკა მელიამ.
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
კობახიძემ წინა ადმინისტრაციის დროს აშშ-ის საელჩო საქართველოში სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)