|
2021-10-21 16:19:35, 1018 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე - ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია, მიდგომაც თანასწორი იქნება
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანასთან დაკაშირებით აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა პატიმართან მიმართებაში მიდგომა თანასწორი იქნება. ბრეგაძის თქმით, ვერ გააკეთებს სერიოზულ კომენატარს იმ განცხადებებზე, თითქოს სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანა შურისძიებაა, ვინაიდან ექიმების რეკომენდაციას ხელისუფლება სრულად ითვალისწინებს. "რა თქმა უნდა, საავადმყოფოში იქნება იზოლირებული, რაც მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია ყველაფერი იქნება გაკეთებული. ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას მიმართ იქნება აბსოლუტურად თანასწორი. ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგება ექიმებისგან, შედგა კონსილიუმი, ჩვენ მივიღეთ მათგან რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი ეს რამე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რამე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს". - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)