|
2021-10-06 18:47:05, 784 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარე ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის „საერთაშორისო დემოკრატია“ წარმომადგენლებს შეხვდა. ცენტრალური საარჩენო კომისიის ინფორმაციით, ორგანიზაციის საარჩევნო საკითხების განვითარების მენეჯერმა მარიტ ბჟორნლუნდიმ და საარჩევნო საკითხების განვითარების სპეციალისტმა მარტინა პერინომ გიორგი კალანდარიშვილს 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მარიტ ბჟორნლუნდი და მარტინა პერინო არჩევნების დღეს თბილისსა და მის შემოგარენში რამდენიმე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. „დაკვირვების შედეგად მათ აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მომზადების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ზოგადად საარჩევნო პროცესი კი გამჭვირვალედ წარიმართა. ისინი ასევე იმყოფებოდნენ კრწანისის საარჩევნო ოლქშიც, სადაც ცესკომ საპილოტე პროექტი განახორციელა. „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლების განცხადებით ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საარჩევნო პროცედურებს. უცხოელი დამკვირვებლების განცხადებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მაგალითის მიმცემია სხვადასხვა მიმართულებით. თავის მხრივ ცესკოს თავმჯდომარემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილეს”, - აცხადებენ ცესკოში.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)