06:11 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-05 09:28:33, 770 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ რიში – საქართველოში ჩატარებული არჩევნებით იმედგაცრუებული ვარ, წარმოუდგენლად დრამატული იყო

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სენატორი აღნიშნავს, საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.

„ამ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან, რომლებსაც მე ვაკვირდებოდი. შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო. საქართველოს მთავრობამ მეორე ტურის ორგანიზებისას უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, მათ შორის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ საარჩევნო პერიოდის დროს და თამაშის არათანაბარი პირობები მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული პარტიებისთვის. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია", – წერს ჯიმ რიში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics