|
2021-10-03 16:02:48, 796 ნახვა
პოლიტიკა
ევროსაბჭოს წარმომადგენელი - არჩევნების დღე იყო მშვიდი, თუმცა კარგი მართვა მხოლოდ მონეტის ერთი მხარეა
არჩევნების დღე, საერთო ჯამში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მხოლოდ მონეტის ერთი მხარე, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის წევრმა დევიდ ერეიმ განაცხადა. როგორც მან შემაჯამებელ კონფერენციაზე აღნიშნა, გუშინ ხმის მიცემის დროს მკვვეთრი გადაცდომები არ იყო დაფიქსირებული. „ჩვენ ვიხილეთ ის, რომ საერთო ჯამში იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე შეუსაბამოსია, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პუნქტის მოწყობას, ფაქტობრივად, არანაირი მკვეთრი გადაცომა არ იყო დაფიქსირებული ხმის მიცემის პროცესის დროს დამკვირვებლების მიერ. რამდენიმე საარჩევნო უბანი შედარებით მცირე იყო და ზოგიერთ უბანზე წარმოგენილი იყო დამკვირვებელთა მცირე რაოდენობა, ზოგან დიდი. განსაკუთრებით ეს აისახა ხმების დათვლის პროცესზე.არჩენების დღე, საერთო ჯამში იყო მშივიდი, წყნარ პოლიტიკურ გარემოში და კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არ არის მხოლოდ მონეტის ერთი მხარე“, - აღნიშნა ერეიმ. მანვე დასძინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა რეფერენდუმი და ეს არჩევნები გადაფარა საერთო ეროვნულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ. „ჩვენ კონგრესიდან შეგვიძლია, მწუხარება გამოვხატოთ იმის გამო, რომ 2021 წლის 2 ოქტომბერი იყო არასწორი შესაძლებლობა საქართველოს დემოკრატიისთვის. ამ არჩევნებზე მოხდა რეფერენდუმი, კი თუ არა და ფაქტობრივად, ამ ყველაფერმა გადაფარა ადგილობრივი გამოწვევები. ამ შემთხვევაში, ადგილობრივი არჩევნები გადაფარა საერთო ეროვნულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და ეს არ შედის საქართველოს მოსახლეობის ინტერესში. ორივეს, მთავრობასაც და ოპოზიციასაც გააჩნიათ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ კუთხით. სიტყვიერი აგრესიის გაზრდა, სიძულვილის ენა და ე.წ. ფეიკ ნიუსები სოციალურ ქსელში, გახლავთ ნათელი ინდიკატორი, რომ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომავალში. პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს რასაკვირველია გააჩნია პოლარიზების მოხდენის ეფექტი დემოკრატიულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე. ახლა გახლავთ დრო, ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში. პოლიტიკური დიალოგი გახლავთ ფუნდამენტური ამ მიმართულებით“, - განაცხადა ერეიმ.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)