|
2021-10-03 08:40:27, 716 ნახვა
პოლიტიკა
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 3 თვითმმართველ ქალაქში „ენმ-ს“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხუთი თვითთმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 45,5 %-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34,13 %-ით. ხმების 8,97 % აქვს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას. რუსთავში ამ დროისთვის 88 უბნიდან 42 უბანშია მონაცემები დათვლილი. 42 უბნის მონაცემებით, აღნიშნულ თვითმმართველ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე იმარჯვებს. მას 44,53 %-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე - 44,34 %-ით. ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ამ ქალაქშიც ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,75 %-ით. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით. ფოთში 33 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 47,73 %-ით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა 37,44 %-ით. ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის აღნიშნულ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე იმარჯვებს 42, 35 %-ით, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი 41,49 %-ით.
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ზელენსკი პუტინს ფრონტის ხაზზე მოქმედების შეჩერებას და საჰაერო ზავის შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)