10:04 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-01 23:34:57, 655 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი სააკაშვილის დაკავებაზე: გასაიდუმლოებული ოპერაცია იყო, ბოდიშს ვუხდი ჩვენს გუნდს

არავის დაკავება არ მიხარია და ბუნებრივია, არავის გვიხარია არავის ციხეში გამოკეტვა, მაგრამ სამართალი აღსრულდა, დღეს დავაკავეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ტკივილი მიაყენა ჩვენს მოსახლეობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

'"მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ, მე ვიტყოდი, გასაიდუმლოებულ ოპერაციაში იყო ჩართული თავიდანვე. დეტალების გამჟღავნება ამ ეტაპზე არ შეიძლება, ალბათ სამართალდამცველები გააკეთებენ დეტალურ ინფორმაციას, მიაწვდიან ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ რომ იტყვიან, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ.

ჩვენ უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად დავაკავეთ პრეზიდენტი იმ დროს, იმ წუთას, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში.

რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, დღეს არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ არ უცოდა, მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან, მათაც დღეს მოუწიათ ამის საპირისპირო განცხადებების გაკეთება, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან, ეს იყო ოპერატიული ტაქტიკა და საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics