|
2021-09-30 11:34:44, 637 ნახვა
პოლიტიკა
საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არჩევნები EU-ს სტანდარტებს და ნორმებს შეესაბამებოდეს
საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე 2021 წლის 28 სექტემბერს ტრიუმფალურ თაღთან, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ კომუნიკე გამოქვეყნდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სამშაბათს, 2021 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად უხელმძღვანელა 1921 წლის იანვარში საფრანგეთის მიერ საქართველოს ცნობის ას წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საგანგებო ცერემონია ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობასა და საფრანგეთის მიერ გასულ საუკუნეში შესრულებულ განსაკუთრებულ როლს საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში. "ეს საერთო ისტორია და ფრანგ და ქართველ ხალხს შორის დამყარებული მჭიდრო კავშირები საფუძვლად უდევს განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას თავისუფლების იდეის გარშემო აერთიანებს. მისი განსახიერება არის ვიცე-პოლკოვნიკ ამილახვარის სამსახური და თავგანწირვა თავისუფალი საფრანგეთისთვის 1942 წელს, ელ ალამეინში, ვიცე-პოლკოვნიკისა, რომელიც ცნობილია ამ სიტყვებით : « ჩვენ, უცხოელები, მხოლოდ ერთი ფორმით თუ დავუმტკიცებთ საფრანგეთს მადლიერებას ჩვენი მიღებისთვის, ეს არის მისთვის სიკვდილი. საფრანგეთი, რომელიც საქართველოს გვერდით იდგა მისი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში, გააგრძელებს მის მხარდაჭერას სტაბილურობის შენარჩუნებასა და დემოკრატიის განმტკიცებაში. ის ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში ფუნდამენტური უფლებების მუდამ უფრო ღრმა დამკვიდრების, სახელდობრ პრესის თევისუფლების, და დემოკრატიული და სასამართლო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართ, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისად." - წერია საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე. კომუნიკეს მიხედვით, საფრანგეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მომავალი მუნიციპალური არჩევნები შეესაბამებოდეს ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულბებს, ნორმებსა და სტანდარტებს. ის განსაკუთრებული ყურადღებით იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფების და ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგო იქნებოდა. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მჭიდრო კონტაქტზე დარჩება საქართველოს პრეზიდენთან, რათა გააგრძელოს მუშაობა ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერების სასარგებლოდ.
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)