11:15 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-29 18:49:29, 636 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ინფორმაცია, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს, დიდი ტყუილია

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს ძალიან დიდი ტყუილია, საქართველო აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 მისი თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში უაღრესად პოზიტიურია, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულებას.

„მე მინდა დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული. ასე რომ, ეს ძალიან დიდი ტყუილია, არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი ძალიან კარგად არის. ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, უაღრესად პოზიტიურია, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ამიტომ, არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება. ეხლა მაცნობეს, რომ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ არანაირი  მსგავსი ნაბიჯები არ იგეგმება, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, რომ ჩვენს ოპონენტებს იმედები გავუცრუო  და ვუთხრა, რომ ნუ ხარობენ ქვეყნის წარუმატებლობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა აშკარად წარმატების გზას ადგას. ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ ნაკისრი არც ერთი ვალდებულებიდან",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics