|
2021-09-24 15:25:22, 1142 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი „ხულიგანია“
ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი „ხულიგანია“, - ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ევროკავშირის ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს შორის მომხდარ ინციდენტს. „ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს უკვე, რომ პროფესიონალი ხულიგანია, ჩვენ გვაინტერესებს როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ „კარგი იქნება, თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რომ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“, აგერ არის პერსონაჟიც, აგერ არის კონკურენცია და გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაურპისირპიდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)