|
2021-09-23 15:05:07, 2721 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე და ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ევროკავშირის ოფისისთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან აკეთებდა კომენტარს, რა დროსაც ადგილზე მივიდა ნიკა მელია, რომელმაც მიმართა კობახიძეს, მართლა სჯერა თუ არა, რომ დმანისში საკუთარი აქტივისტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომაგენლებმა დაჭრეს. ირაკლი კობახიძემ ნიკა მელია პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა, მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიას ხულიგანი, უინტელექტო და ნაძირალა უწოდა. ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ელჩები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავდნენ, მხოლოდ არჩევნებს შეეხებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)