|
2021-09-21 22:56:49, 745 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე მელიას მიერ დებატების დატოვებაზე - არ მესიამოვნებოდა, 2 ოქტომბერს, როცა არჩევნებს წააგებს, გაიქცეს
გულდასაწყვეტია, რომ პარტიის ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია მათი პარტიის ხელწერაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გამართულ მერობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დატოვა. კალაძის თქმით, ნამდვილად არ ესიამოვნებოდა, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდება, გაიქცეს. „სამწუხაროა, რომ მოგვიწია შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ამასაც აქვს თავისი ახსნა, პირველი პოლიტიკური პარტია იყო „ქართული ოცნება“, ვინც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ბევრი ოპოზიციური პარტიებიც ეთანხმებოდნენ ამ დოკუმენტს, გარდა„ნაცმოძრაობისა“, ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიისა, სამწუხაროდ. გულდასაწყვეტია, როდესაც ამ პარტიის ლიდერი გაიქცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დესტრუქცია და არეულობა მათი პარტიის ხელწერაა, ისინი ყოველდღე ცდილობენ, რომ გარკვეული დაძაბულობა შემოიტანონ ქვეყანაში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ნამდვილად არ მესიამოვნებოდა, რომ 2 ოქტომბერს, როდესაც ნიკა მელია ამ არჩევნებს წააგებს, გაიქცეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)