|
2021-09-21 16:40:19, 574 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილის განცხადებით, დმანისში ოპოზიციის კანდიდატს თავს დაესხნენ, დაჭრილია 2 ადამიანი
დმანისში, ენმ-ის მერობის კანდიდატის,- გიორგი ტატუაშვილს, პარლამენტის დეპუტატს კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, დაჭრილია ორი ადამიანი- ამის შესახებ ინფორმაციას დეპუტატია კახა ოქრიაშვილია ავრცელებს. მისი თქმით, ისინი სოფელ განთიადში წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდენენ , რა დროსა "ქათული ოცნეის " აქტივისტები დაესხნენ. "სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს - ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)