|
2021-09-17 13:35:38, 502 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმაურება
ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეხმაურება განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობაზეც. ჯგუფი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტდა არასამთავრობო სექტორის მიერ, ხოლო ცესკომ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში მას აღმოუჩინა ყოველგვარი მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესების დაზიანების მიზნით შექმნის დღიდან, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები დაკავებული არიან ხსენებული ჯგუფის წევრების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, რაც სავარაუდოდ გახდა რამდენიმე წევრის მიერ ჯგუფის დატოვების მიზეზი. ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლად, საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით დარეგისტრირდა მანიპულაციის საგანი გახდა აგრეთვე, დამკვირვებელ ორგანიზაციად ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის რეგისტრაციის საკითხიც, იმაზე აპელირებით, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული რეგისტრაცია. ცესკო მოქმედებს კანონმდებლობის დაცვით - ბელორუსის ცესკო ერთ-ერთ სხდომაზე დარეგისტრირდა კომისიის ჩვიდმეტივე წევრის მხარდაჭერით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მსჯელობა ცესკოს პრეროგატივას არ წარმოადგენს. ბელორუსის საარჩევნო ადმინისტრაცია არის არაერთი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. საქართველოში არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის სტატუსით აკვირდება 2010 წლიდან. ამ დროისთვის ცესკოში 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დარეგისტრირებული და ყველა მათგანის რეგისტრაციას ცესკომ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი. ცესკოს კვლავაც, ყველა საჯარო განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა იყოს უზუსტო ან მიზანმიმართული სიცრუე, ექნება სათანადო რეაგირება და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)