|
2021-09-17 12:51:37, 477 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ - 3 არასამთავრობოს ანგარიშში საარჩევნო კამპანიის დაწყებამე მომხდარი ფაქტებია მოყვანილი
„ჩვენი გუნდის მიერ გაანალიზდა სამი ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებული შუალედური ანგარიშები, რის შედეგადაც, რამდენიმე ძირითადი მიგნება გამოიკვეთა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის განცხადება გააცნო. მისი თქმით, სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიისას გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2021 წლის 3 აგვისტომდე მოხდა. „მაგალითად, საია-ს ანგარიში იწყება 1-ლი მაისიდან, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ანგარიშები - 1-ლი ივნისიდან, ანუ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე. ამ პერიოდში, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები, ნაცვლად საარჩევნო წესების დარღვევისა, საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა, მაგალითად, „ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა“ და შემთხვევებს დარღვევად აფასებენ. ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს, რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, დამკვირვებლად, 70-ზე მეტი ადგილობრივი და 30-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)