|
2021-09-17 10:03:44, 730 ნახვა
პოლიტიკა
„თბილისი პრაიდი“ - 5-6 ივლისს რადიკალური ჯგუფების აქციას საჭირო აპარატურით დედაქალაქის მერია დაეხმარა
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 5-6 ივლისს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფების საპროტესტო აქციას საჭირო აპარატურით დედაქალაქის მერია დაეხმარა. როგორც „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, მათ არა ერთხელ მიუმართავთ დედაქალაქის მერისთვის თბილისის ანძის განათების თხოვნით, რაზეც უარი მიიღეს. „თბილისის მერმა ჯერ კიდევ 5 ივლისამდე გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც ცხადყოფთა მის პოზიციას. „ქართული ოცნების“ პოზიცია იყო ძალიან ცხადი, რომ ისინი არ უჭერდნენ მხარს „თბილისი პრაიდის“ მშვიდობიანად გამართვას და ეს შემდგომ გამოიხატა კიდეც ყველაფერში. სამწუხაროა, რომ თბილისის მერი დაცლილია ღირებულებებისგან. არა ერთხელ მივმართეთ წარსულში, თბილისის ანძის განათების თხოვნით, რაზეც მერიამ უარი გვითხრა. თანასწორად არ ექცევა მერია მსგავსი ტიპის თხოვნებს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივმართოთ იგივე შინაარსის აპოლიტიკური აქციის ტექნიკით მომარაგებაზე, თბილისის მერია გვეტყვის უარს“, - განაცხადა თაბაგარმა „მთავარ არხთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, რის პარალელურადაც რუსთაველზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მათ გადაინაცვლეს პარლამენტის ტერიტორიაზე, დაშალეს ოპოზიციის კარვები, ამასთანავე მათ დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)