16:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 21:33:41, 505 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს გორს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

ჩვენ წელს  გორის 10 სოფელში დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 14 000 მოსახლეს  მიეწოდება წყალი  24 საათის განმავლობაში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს  გორის ყველა მცხოვრები ისარგებლებს  24 საათიანი წყალმომარაგებით.

„გორში  48 143 ბენეფიციარი 24 საათიან წყალმომარაგებით სარგებლობს, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს „კვერნაკის" უბანში და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელ გორს   ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ისევე, როგორც 2025 წლის ბოლოს,  ჩვენი ყველა ქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით  24 საათის განმავლობაში",- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ  ახლო მომავალში, მიმდინარე  რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ისტორიული სამეფო ქუჩა საინტერესო ადგილი იქნება როგორც  გორის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამა „განახლებული რეგიონების"  ფარგლებში 2 თვეა მიმდინარეობს გორის ცენტრალური პარკის სრული, კაპიტალური აღდგენის პროცესი და ასევე  სტალინის გამზირისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics