16:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 19:41:50, 388 ნახვა

პოლიტიკა
ზაზა გულიაშვილი - მე და ჩემს გუნდს გვაქვს ადგილობრივების ინტერესებზე მორგებული განვითარების მკაფიო გეგმა

განვლილი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით უამრავი პრობლემა მოვაგვარეთ, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის სოფლებამდე მისასვლელი ასფალტირებული გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება, სპორტული მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა - განაცხადა, ,,ქართული ოცნების'' ქარელის მერობის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა წარდგენისას.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას'' და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

 „მე და ჩემს გუნდს გვაქვს განვითარების რეალისტური და მკაფიო გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივების ინტერესებზეა მორგებული.  თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს. კარგად ვაცნობიერებ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე მუშაობა, რადგან უფლება არ მაქვს დიდი პასუხისმგებლობით არ ვემსახურო ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამართლიან, პატრიოტ და საკუთარ მხარეზე შეყვარებულ მშრომელ ადამიანებს.

მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ჯუმბერ შუბითიძე, ყარამან როინიშვილი, მამუკა კოკოზაშვილი, გელა ჭყოიძე, გიგა მამისარაშვილი, კობა ნახუცრიშვილი, მიხეილ ხათაშვილი, ზაზა დაბრუნდაშვილი, გიორგი გრიგალაშვილი" - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics