|
2021-09-14 16:50:52, 359 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს მთავრობასა და ეკლესიას შორის
გუშინ გავრცელდა მორიგი ცილისწამება და სიცრუეზე დაფუძნებული გარკვეული მასალები, დოკუმენტაცია, რომლითაც, მათი მიზანი და ამოცანაა, რომ რაღაც გარკვეული უთანხმოება ჩამოვარდეს მთავრობასა და ეკლესიას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს მთავრობასა და ეკლესიას შორის. „ამ დროს, ყველას კარგად იცის, რომ არ ყოფილა ასეთი ერთობა, როგორიც არის დღეს მთავრობასა და ეკლესიას შორის და რატომ? ჩვენ არ ვიძახით, უნაკლონი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომები მოგვსვლია და კიდევ მოგვივა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ჩვენ ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება, ჩვენი გამოწვევებით, ჩვენი შეცდომებით, ხარვეზებით, მაგრამ მივდივართ წინ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა უპრეცედენტო, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა. ვინ, თუ არა ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, ვიცით ომის ფასი, ვიცით გმირობის ფასი, ერთგულების ფასი, სამშობლოს სიყვარულის ფასი, მაგრამ გვინახავს ღალატიც, შიშიც და ლაჩრობის ძალიან ბევრი მაგალითიც. ხალხი ბრძენია და ყველაფერს ხედავს, ხალხი აკეთებს სწორ არჩევანს, შემთხვევითი არ არის, რომ შვიდ არჩევნებში "ქართული ოცნება" იმარჯვებს და კვლავაც, მერვე არჩევნებში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" ალტერნატივა არ ჰყავს დღეს ქვეყანაში. 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ყველგან, ყველა ქალაქში ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და ქვეყანა გააგრძელებს სტაბილურ მშვიდობიან განვითარებას", - აღნიშნა პრემიერმა.
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)