|
2021-09-13 18:35:12, 557 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას გაეცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს წევრებთან ერთად საქართველოს რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესს გაეცნო. ცესკოს წარმომადგენლებმა სამი დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრები გორის, ხაშურის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ქობულეთისა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართეს. გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს წევრებთან ერთად პირადად დაათვალიერა ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში განთავსებული გადათვლის ცენტრები, სადაც შემთხვევითობის პრინციპით წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა და ვიდეოგადაღება განხორციელდება. ოზურგეთში კი ცესკოს ხელმძღვანელი პირები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგის მე-4 ეტაპს დაესწრნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ წევრებთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რომელიც უსკოს წევრების ჩართულობით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადებას შეეხება. სამუშაო შეხვედრები რეგიონებში 10-12 სექტემბერს გაიმართა.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)