|
2021-09-13 11:20:32, 739 ნახვა
პოლიტიკა
ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს
ფოთში, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო ბანერი დააზიანეს. აღნიშნულ ინფორმაციას გიგი უგულავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს. „როგორ ადვილად პროგნოზირებადი და პრიმიტიულია ქოცური ტვინი. ცოტა ხნით ადრე ნაბადას მაჟორიტარის Lasha Rukhaia ბანერი დააზიანეს. გუშინ ღამით ჩემი- ჩამოხიეს. სულაც არაა გასაკვირი. აბა, ოცნების კაგებეშნიკ-"დანოსშიკებმა" მეტი რა უნდა ქნან. ოცნების კანდიდატ ბატონ ვაჭარაძეს, რომლის სახე-ბანერი ყველა კუთხიდან უთვალთვალებს ფოთელებს, ვთავაზობ გავიაროთ ფოთის ცენტრში, ან სულაც მისი ბანერის ქვეშ დავდგეთ და ვნახოთ ვის იცნობს ხალხი და ვის გამოელაპარაკება. თქვე ბრიყვებო! რად მინდა მე ბანერი. ერთი სალამურიდან გამოთლილი კმაყოფილი სახეები რომ გამოგიჭენებიათ მთელს ქვეყანაში, გგონიათ ამით ხალხი თქვენს შინაარსისგან დაცლილ სახეებს დაიმახსოვრებს. ყველა ერთად რომ გადაგზილოთ ადამიანმა ერთი კაცი არ გამოვა თქვენგან, რადგან თქვენი "სახელი ლეგიონია". ოფისის წინ სათვალთვალო კამერაა. აბა ვნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia როგორ ივაჟკაცებთ“, - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)