|
2021-09-12 19:07:58, 3041 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატები - სია, საარჩევნო ნომერი
2 ოქტომბერს ამომრჩეველი 64 ქალაქის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2 068 წევრს აირჩევს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით. პარტიების წარდგენილ კანდიდატებს შორის კვლავ თვალშისაცემია ქალი პოლიტიკოსების სიმწირე. ყველაზე დიდი არჩევანი და კონკურენცია თბილისშია. მერობის მსურველთა სია ასე დედაქალაქში ასე გამოიყურება: ქართული ოცნება: კახა კალაძე ენმ, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი - მეტი თავისუფლება: ნიკა მელია საქართველოსთვის: გიორგი გახარია ლელო: ანა ბიბილაშვილი ხალხისთვის: ანა დოლიძე პატრიოტთა ალიანსი: გიორგი ლომია ლეიბორისტული პარტია: მიხეილ ქუმსიშვილი მესამე ძალა: თამარ კეკენაძე ცესკოში კენჭისყრა ჩატარდა და პარტიებს თვითმართველობის არჩევნებისთვის ნომრები მიენიჭათ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განმარტა, იმ პარტიებს, რომლებმაც კანონით დადგენილ ვადაში მიმართეს უწყებას, იგივე ნომრები შეუნარჩუნდათ, რაც წინა არჩევნებზე ჰქონდათ. ახალი ნომრები კი ასე გადანაწილდა:
რეგიონებში მმართველ პარტიას ძირითადად ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები უპირისპირდებიან. "პატარა პარტიების" უმეტესობას რეგიონებში მერობის კანდიდატები შეზღუდული რაოდენობით ჰყავს წარდგენილი. ევროპულმა საქართველომ 11 მუნიციპალიტეტში წარადგინა მერობის კანდიდატი, რომელთაგან სხვა პარტიებთან შეთანხმებულია 2 [ხონის და თერჯოლის]. თავის მხრივ პარტია 16 საარჩევნო ოლქში მხარს უჭერს სხვა პარტიებთან შეთანხმებულ კანდიდატებს.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)