17:56 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 17:40:07, 381 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე - ბორჯომში კოსტავას სკვერის სრული რეაბილიტაცია უკვე დაიწყო

„ბორჯომში მალე დასრულდება ისტორიული კავალერიის შენობა, რომელიც იქნება ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ბორჯომელებისთვის, მისი სტუმრებისთვის და შეასრულებს კუკლტურული ცენტრისა და მუზეუმის ფუნქციას. ჩვენი თანმიმდევრულობა აქაც კარგად ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, კოსტავას პარკის რეაბილიტაციაც თვითმმართველობისა და მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. შემდეგი სეზონისთვის ეს პარკი იქნება აბსოლუტურად განახლებული ძველი და ახალი, თანამედროვე სივრცეებით, საბავშვო და დასასვენებელი სივრცებით, რაც აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბორჯომისთვის",-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „ქართული ოცნების" ბორჯომის მერობის კანდიდატის ოთარ არბოლიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა წყალმომარაგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად 150 დასახლებაში მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტები, საიდანაც 26 ქალაქი, დანარჩენი კი სოფლებია და ამ პროექტების დასრულების შედეგად, 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს არასდროს ჰქონია სტანდარტის შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა.

„ეს არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით ყველა უწყებამ შევიმუშავეთ. 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის 3000-ზე მეტ სოფელს," - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე გაიხსენა 2019 წლის ზამთარი, როდესაც ბაკურიანში შეიქმნა წყალმომარაგების პრობლემა და აღნიშნა, რომ  მდგომარეობის გამოსასწორებლად ბაკურიანში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც გრძელდება.

„2023 წელს ბაკურიანი მსოფლიო ჩეპიონატს უმასპინძლებს, რომელიც ბაკურიანის, ბორჯომის და ზოგადად აქაურობის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის კიდევ ერთი ახალი მუხტი იქნება, რომლის ფარგლებშიც, ბაკურიანი, როგორც ცნობილი ზამთრის კურორტი უკვე საინტერესო გახდება სპორტის ამ სახეობების მოყვარულებისთვის. ასეთი აქტივობები სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ცნობადობის ამაღლების ფონზე მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, მეტი შემოსავალი და მეტი ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics