|
2021-09-10 13:28:51, 406 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, კახა კალაძე საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კაპანაძის #4-ში და ქინქლაძის #24 ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კახა კალაძე ჩუღურეთის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქალაქში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს. ამით ყველა იამაყებს. მათ შორის განსხვავებულ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებიც. ისინი შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსწონთ ქალაქში განხორციელებული პროექტები. ისინიც აქ ცხოვრობენ, სარგებლობენ სხვადასხვა ინფრასტრუქტურით, მგზავრობენ ახალი ავტობუსებით, განახლებულ სკვერებსა და პარკებში სეირნობენ. ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენი განხორციელებული საქმეებით ყველას ვაჩვენოთ, რომ საუკეთესოები ვართ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში დაგეგმილია 1 000-მდე ქუჩის რეაბილიტაცია, ყველა დიდი გამზირი მიწისქვეშა კომუნიკაციებით განახლდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდება და ა.შ. როდესაც მთელი გულით ცდილობ, ყველაფერი გამოდის", - განაცხადა კახა კალაძემ. შეხვედრაზე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე, კაპანაძის #4-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ყველა კარგად ვხედავთ, რა გაკეთდა ჩუღურეთში, რამდენი ქუჩა, სტადიონი სკვერი მოეწყო. მართალია, რჩება გამოწვევები, მაგრამ მასაც გავართმევთ თავს. მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ ჩიკვილაძე კაპანაძის #4-ში იმყოფებოდნენ, სადაც თბილისის მერის გადაწყვეტილებით, 150 ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. კანდიდატები მოსახლეობას ქინქლაძის #24-ში, #125-ე საჯარო ბაგა-ბაღთან შეხვდნენ. აღნიშნული ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი 2020 წელს განხორციელდა და წლის ბოლოსვე დაიწყო მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა. ტერიტორიის სიმცირის გამო, საბავშვო ბაღი ხუთჯგუფიანი იქნება და ის 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის, დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)