18:46 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 20:38:51, 687 ნახვა

პოლიტიკა
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარე- საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია

საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია- ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად.

„მე კიდევ ერთხელ დავადასტურებ შვედეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენს მხარდაჭერას დემოკრატიული კონსოლიდაციისადმი. ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ ყველა პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში და მუშაობს. ძალიან კარგია დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც ყველა მონაწილეობს და იქმნება კულტურა, როდესაც შეიძლება კომპრომისების პოვნა და საერთო ენის გამონახვა, იმის ნაცვლად, რომ პარტიები მუდმივად ერთმანეთს ებრძოდნენ.

ჩვენ ვნახეთ პოზიტიური განვითარება, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაგრძელება, რადგან ეს არის ევროინტეგრაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაცია და საარჩევნო კოდექსის რეფორმა მნიშვნელოვანია. მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი და შვედეთი რჩება საქართველოს ევროპული ამბიციების მხარდამჭერად“, - განაცხადა ანდრეას ნორლენმა 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics