20:21 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-05 15:03:47, 518 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას

 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა, პროექტი განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება-გაძლიერება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვის მიმართულებით გადადგმული ძალიან ეფექტური ნაბიჯები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ათასობით ადამიანი განიკურნა სრულიად უფასოდ.

„ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ამბულატორიებს, ბაღებს. 170 ახალი სკოლა ავაშენეთ ამ 8 წელიწადში, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ასეულობით ბაღის გარემონტება შევძელით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოვდიოდით ამ ულამაზეს მხარეში და მართლაც თითქმის ყველა გზა დასრულებულია. გამოდიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას. მათთვის საკმარისია, იმოგზაურონ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ყველა იმ საქმის გაკეთება არ არის საკმარისი. ჩვენი ხალხის, ჩვენი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ხალხის მთავარი გამოწვევა და პრობლემა დღეს არის უმუშევრობა, დასაქმების საკითხები, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს და არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ერთია, რა გაკეთდა, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, პროგრამები როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებში 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მთელი რეგიონების მიხედვით გადანაწილდა ეს სიკეთეები, მაგრამ ჩვენ მასშტაბები უნდა გავზარდოთ. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ყველა რეგიონი განვითარდეს თანაბრად და სიკეთე გადანაწილდეს თანაბრად ჩვენს მოსახლეობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics