|
2021-09-04 18:12:53, 499 ნახვა
პოლიტიკა
გენადი ბალანჩივაძე - მოვუწოდებ ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ
წყალტუბო ისტორიული ქალაქია, განათლებული ხალხით, რომლებიც ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ, იღწვიან და ეფერებიან იმ ლამაზ სიმდიდრეს, რომელიც გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი ბალნეოლოგიური ცენტრი, სადაც განვითარებულია ტურიზმი და ამ ტურიზმით წინსვლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი წყალტუბო - განაცხადა „ქართული ოცნების" წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ წარდგენაზე. მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და ყურადღება გაამახვილა იმ მხარდაჭერაზე, რაც წყალტუბოს აქვს. „დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქალაქს და ამიტომ არის აუცილებლობაც, მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი ხვალინდელი დღისთვის. აუცილებლად უნდა შევეხო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქმეს, რომელიც წყალტუბოს დაუდგა გვერდით. ის წინსვლა, ის სიკეთე, რომელიც აქ კეთდება, ეს ყველაფერი, ბატონი ბიძინას დამსახურებაა. პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი შეჩერდა აქ არაფერი შეჩერებულა. 2013-2017 წლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვიყავი, დიდი გამოცდილება მაქვს. ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ჩემს ქალაქში, სოფლად, რა უნდა გავაკეთოთ, მზად ვარ გამოწვევებისთვის. დღეს უამრავი რამ კეთდება ჩვენს ქალაქში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტები, გრძელდება სამუშაოები. ჩემო წყალტუბოელებო, ჩვენ ერთად, ამ დიდ საქმეს გავაკეთებთ, გაივლის 4 წელიც და ჩვენ უკან მოხედვის არ შეგვრცხვება. მოვუწოდებ ჩემს წყალტუბოელებს, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და 2 ოქტომბერს ღირსეულ გამარჯვებას მივაღწიოთ. მინდა წარმოგიდგინოთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები: ავთანდილ მხეიძე, ხათუნა მაღლაკელიძე, დევი დოლაბერიძე, სერგო კირკიტაძე, ზურაბ მამარდაშვილი, ჯეირან ომანაძე, ომარ სინაურიძე, ალექსანდრე მიქაბაძე, ნინო ჭეიშვილი, ვეფხვია ბანძელაძე, შალვა კილაძე, გრიგოლ მაღლაფერიძე, რევაზ დიდავა" - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)