|
2021-09-01 18:37:06, 384 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა, გაუმჯობესებულია საპატიმრო პირობები
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განაცხადებით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმთავრესი გახდა ადამიანის ღირსება და მისი დაცვა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა. „ბათუმის ციხეში 2012 წლამდე ერთ საკანში, დაახლოებით 20კვ/მ სივრცეში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამ ადამიანებს არ ეძინათ, იდგნენ ფეხზე და ხშირად თოკებზე იყვნენ ხელებით ჩამოკიდებული, რომ როგორმე დაძინება შესძლებოდათ. საკნებში, სადაც ადრე 30 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს მაქსიმუმ 4 მსჯავრდებულია,"- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა და გაუმჯობესებულია როგორც საპატიმრო პირობები, ისე პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა. "ჩვენ გვყავდა 30 ათასზე მეტი პატიმარი და მსოფლიოს მასშტაბით ვიყავით ყველაზე ნეგატიური რეიტინგების ლიდერები. დღეს გვყავს მხოლოდ 10 ათასამდე მსჯავრდებული და კიდევ ვამცირებთ პატიმრების რაოდენობას. მაქსიმალურად ეფექტიანად ვიყენებთ არასაპატიმრო სასჯელებს და ასევე ვცდილობთ, მაქსიმალურად ადეკვატური და ღირსეული პირობები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საკუთარი ცხოვრებისეული შეცდომების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან" - განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დიდი მიღწევაა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არც ერთი სარჩელი არ არის გაგზავნილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებებს ეხება.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)