|
2021-08-27 17:08:40, 684 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, სასმელი წყალი გაიგზავნა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების გვერდით დგას და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. „როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე. საქართველო ამ პროცესში კვლავ დგას საერთაშორისო პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული, როგორც ჰუმანიტარული, ისე საევაკუაციო პროცესების მართვაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს, ავღანეთში, კერძოდ ქაბულის აეროპორტში მყოფი ხალხისთვის, ჰუმანიტარული დახმარების სახით, გაიგზავნა სასმელი წყალი. შეგახსენებთ, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ძალისხმევაში ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლებისა და პარტნიორების სასწრაფო ევაკუაციის მიზნით. ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში. გარდა ამისა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი და ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით", - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)