|
2021-08-26 19:21:10, 802 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჩხენკელი - ჩვენი ხედვა და სტრატეგია არის ყველა რეგიონში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული რეგიონის ინტერესზე
„სამეგრელოს მასშტაბით, ამ ბოლო პერიოდში 9 ახალი სკოლა აშენდა, 12 სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. მარტვილში ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანია, საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ" - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მარტვილში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი თორნიკე ჯანაშია წარადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად მარტვილს, ამჟამად მიმდინარეობს 6 სკოლის სრული რეაბილიტაცია. ჩვენი მიზანია და ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა იყოს ევროპული სტანდარტის შესაბამისი და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მარტვილში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროექტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აზიის განვითარების ბანკთან ერთად ახორციელებს. პროექტი გულისხმობს სკოლებში პროფესიული პროგრამების განვითარებას. მარტვილში აქცენტი გაკეთდება ტურიზმის მიმართულებაზე. "როდესაც განათლების სფეროზე ვსაუბრობთ, მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან გაიხსნა. ამ მსოფლიო დონისა და ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად საქართველოში გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი, რომლის აკადემიური პროგრამები დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებზე, სადაც ცნობილ ქართველ პროფესორებთან ერთად, ლექციებს უკვე კითხულობენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)