|
2021-08-26 13:32:55, 449 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა „ქართული ოცნების" წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე წარმატებული შედეგების მიღწევაში ცოდნისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში ვიმყოფებით, ბატონი ტარასი კვარაცხელიას, გამორჩეული აკადემიკოსის სახლ-მუზეუმში. ეს არის ადგილი, სადაც ქართული აგრონომიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი დაიბადა. ის იყო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო გამორჩეული აგრონომი. აგრონომიული სკოლა, აგრონომიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მეტად პროდუქტიულები, მეტად წარმატებულები ვიყოთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის, კერძო ინიციატივებისთვის. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები არის უამრავი; ეს შესაძლებლობები ერთად, კოორდინირებული მუშაობით უნდა გამოვიყენოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით მეტ ეკონომიკას და მეტ კეთილდღეობას, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ლევან დავითაშვილმა ქართული ჩაის პროგრამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2014 წელს დაიწყო. „მეტი ინვესტიციაა ჩასადები იმისთვის, რომ არსებული პლანტაციები გავაკულტუროთ, დავუბრუნოთ მწარმოებულობას და შემდგომში შევქმნათ მეტი დამატებითი ღირებულება ჩაის გადამუშავებით", - აღნიშნა მინისტრმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)