|
2021-08-23 11:43:13, 748 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში მათი პარტია 44.7%-ით, მერობის კანდიდატი კი, 50.3%–ით ლიდერობს
„ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ქუთაისში მათი პარტია 44.7%-ით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კი, 50.3%–ით ლიდერობს. კვლევის შედეგები ჟურნალისტებს, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ აცნობა. "დღეს ასევე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ძალიან მნიშვნელოვან კვლევის შედეგებზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა პარტიამ განაცხადა, რომ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქებსა თუ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით. დღეს გვსურს წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების გაცნობამდე, მოგახსენებთ, რომ ქუთაისის მასშტაბით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 987-მა რესპონდენტმა. პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი: - ქართული ოცნება - 44.7 % - ნაციონალური მოძრაობა - 32.6 % - პატრიოტთა ალიანსი - 3.1% - საქართველოსთვის - 2.9 % - სტრატეგია აღმაშენებელი - 2.6 % - გირჩი - მეტი თავისუფლება 2.5 % - ლელო - 2.3 % - ევროპული საქართველო - 2.2 % - მოქალაქეები - 1.5 % - ლეიბორისტული პარტია - 1.5 % - გირჩი - 0.4 % - ერთიანი საქართველო - 0.4 % - სხვა პარტიები - 3.3 % ქუთაისში საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: - ქართული ოცნება - 16 მანდატი - ნაციონალური მოძრაობა - 11 მანდატი - პატრიოტთა ალიანსი - 1 მანდატი ასევე, წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: - იოსებ ხახალეიშვილი - „ქართული ოცნების" კანდიდატი 50.3 % - ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა - 37.8 % - სხვა კანდიდატები 11.9 % როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს აქვს ყველანაირი მონაცემი იმისა, რომ პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვოს. თუ გავითვალისწინებთ კვლევის შედეგად პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ „ქართული ოცნება" შვიდივე მაჟორიტარს მოიგებს და ძალიან დიდი უპირატესობა და უმრავლესობა ექნება ქუთაისის საკრებულოში, თუმცა, რა თქმა უნდა, 2 ოქტომბერს ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. როგორც დავაანონსეთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი პარტია საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენს სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს", – განაცხადა გივი მიქანაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)