03:13 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 13:38:45, 563 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 51%-ის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას, 18% „ოცნებას“, 6% კი „ნაცმოძრაობას“ ასახელებს

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 51% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია არ დგას.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 18%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 6%-მა. გამოკითხულთა 6%-მა სხვა პარტიები დაასახელეს. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10%-მა არ იცის, ხოლო 9%-მა კითხვაზე პასუხი არ გასცა.

კვლევის მიხედვით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც სავარაუდოდ მიიღებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 61%-ს შეადგენს.

ვინც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, 24% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 7% ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა, 7% სხვა პარტიებს ასახელებს, 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია, ხოლო 9-9% ამბობს, რომ არ იცის და უარს ამბობს პასუხზე.

NDI-ს კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოების პერიოდი 13-25 ივლისია, რა დროსაც ჩატარდა 2 016 დასრულებული ინტერვიუ (23% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%. ამასთან, ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. NDI-ში ამბობენ, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics