|
2021-08-11 14:03:32, 418 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - კვლევის შედეგებმა ნათელი გახადა, რომ “ქართულ ოცნებას”, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ აქვს
გუშინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები და ამან კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილიმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა კანდიდატის დასახელების შემდეგ ,,ქართული ოცნების'' რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. "ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი პრაქტიკულად იმეორებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს და ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავ „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ყველას გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა გააჩნია. რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგებზე, მნიშვნელოვან გავლენას პერსონალური ფაქტორებიც ახდენს. სწორედ ამიტომ, გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის ნათელი მაგალითია წინა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2017 წელს ჩატარდა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" შედეგი იყო 48%, ხოლო ერთი წლის თავზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შედეგი გაიზარდა 56%-მდე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ასეთივე ზრდა იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ გვყავს და გვეყოლება ღირსეული კანდიდატები წარმოდგენილი ყველა არჩევით თანამდებობაზე და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე". - განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)