|
2021-08-08 12:24:46, 693 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას
გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურის თქმით, მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია აღარასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. „გარდაცვლილთა ოჯახებისა და ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა იმაზე ვისაუბრო, რა პასუხისმგებლობაც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის შესახებ ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს. მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია აღარასდროს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენი ხალხი ყოველგვარი აგრესიისგან, დამპყრობლებისა და ოკუპანტებისგან. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)