|
2021-08-08 12:00:17, 788 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - თქვენ ჩემზე ახალგაზრდები ხართ, მაგრამ მეც ვნახავ საქართველოს გამთლიანებას
მინდა, ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იყო იმედისთვის თავდადება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული, რათა პატივი ვცეთ იმ დაღუპულ გმირებს, ვინც თავი დასდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ესენი შედიან ქართველების იმ ძალიან დიდ რიგებში, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მე არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, როგორც არ ვთვლი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგანაც ეს ამავე დროს არის იმედის დღე, ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასდროს უნდა დავკარგოთ. მე მახსენდება, წლების განმავლობაში როგორ გვჯეროდა ძალიან ბევრს საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როდესაც არსებობდა საბჭოთა კავშირი და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. დღესაც იგივეა. შეიძლება, ვერ ვხედავდეთ ზუსტად კონკრეტულ გზას, რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ამას ჩვენ რომ დღეს დაზუსტებით ვერ ვხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის. ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე არის ზუსტად ამ გზის დაჯერების დღე. ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა, ასეთი მტკიცე არ ყოფილა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება და ესეც არის საქართველოს ისტორია, რომელიც შედგება გამარჯვებებისა და დამარცხებებისგან, მაგრამ მიდის წინ. ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება, ჩვენ ყველანი ვნახავთ, თქვენ ჩემზე ახალგაზრდები ხართ, მაგრამ მეც ვნახავ საქართველოს გამთლიანებას და მინდა, ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომელთა თავდადება იყო იმედისთვის თავდადება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)