|
2021-08-07 13:00:03, 1139 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - 13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით, ახლა ურდოს ანასხლეტები დაჯლიგინებენ რუსთაველზე
13 წლის წინ ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით, ახლა ურდოს ანასხლეტები დაჯლიგინებენ რუსთაველზე, - ამის შესახებ პარტია 'გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. "13 წლის წინ, ამ დღეს, ურდო შემოჯლიგინდა ტანკებით და გადაგვთელა, სადამდეც გაუსწორდა. ეგეთი უსუსურობის განცდა და სასოწარკვეთა მანამდე მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ მქონდა განცდილი. ახლა იგივე ურდოს ანასხლეტები უკვე ჯვრებით და შავებში რუსთაველზე დაჯლიგინებენ და ჟურნალისტებს წიხლავენ, ქუჩებსა და მეტროში ცემენ ფერად ახალგაზრდებს, და, რაც მთავარია, ხელისუფლებიდან ებლატავებიან ჩვენს მეგობრებს თავისუფალ სამყაროში და საუკეთესო პუტინისტურ ტრადიციებში იქით ასწავლიან, რა არის დემოკრატია. არაფერი და არავინ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის ომთან მიმართებაში, მაგრამ თუ რამე უნდა გვახსოვდეს დღეს, ესაა - ოქტომბერში ურდო არის გასაჯმ***ებელი", - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)