|
2021-07-30 16:05:50, 741 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სააკაშვილი მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს - სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზივიურ სპექტრს
სააკაშვილი უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში - სერიოზულ პრობლემებს უქმნის ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს, მათ შორის, „ნაცმოძრაობოს" დიქტატას - განაცხადა "ქართული ოცნებოს დეპუტატმა" გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. ვოლსკის თქმით მმართველი პარტია სულაც არ ქმნის მისგან მტრის ხატს. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მუდმივად ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას. მისი თქმით სააკაშვილი დესტრუქციის სიმბოლოა. „ის არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ფიგურა, ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს რევოლუციური სცენარის განვითარებას და ადამიანებს არ აქვთ ამ რევოლუციური სცენარის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების გამოა გასამართლებული. რეალურად, ის არის დესტრუქციის სიმბოლო, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ჩრდილს აყენებს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც დაქვემდებარებულები არიან „ნაცმოძრაობის“ დიქტატს. მათი ლიდერები როცა სხვა ლიდერებს აბუჩად აგდებით და დამამცირებელი ტერმინებით ესაუბრებიან, ეს არის მხოლოდ მცირე ინდიკატორი იმისა, თუ ვინ განაპირობებს დესტრუქციულ პროცესებს. მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში თანმიმდევრულობა არ გააჩნია სააკაშვილს, იგი თანმიმდევრულად, უკვე მეთექვსმეტედ, თუ მეჩვიდმეტედ იმეორებს, რომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და სათავეში ჩაუდგეს ოპოზიციურ მოძრაობას. ძალიან ძნელია გარე შემფასებლად დავაყენო თავი, მაგრამ თუკი პოლიტიკური პლატფორმიდან არ ვიტყვი, მე ვფიქრობ, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მის ავტორიტეტს, ინტელექტს და საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აყენებს მათ შორის, „ნაცმოძრაობას",- განაცხადა ვოლსკიმ
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)