|
2021-07-29 17:24:50, 920 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, საქართველოში ჩამოვიდე, ზედმიწევნით შევასრულებ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ემაურება და სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. „გუშინ ივანიშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად წინასწარვე აღიარა მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთადერთი პარალელია ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც 2013 წელს გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან, რა მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ის ვალდებულება, რომელიც მან აიღო, იყო არა ვალდებულება მხოლოდ ევროკავშირის ან რომელიმე პარტიის წინაშე, არამედ ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე მას შემდეგ, რაც ქართველ ხალხს მოპარა საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში და აიღო ვალდებულება ჩაეტარებინა რეფერენდუმი და ქართველ ხალხს გადაეწყვიტა, უნდა დანიშნულიყო თუ არა რიგგარეშე არჩევნები. როდესაც დაინახა, რომ კატასტროფულად აგებს, მან ეს ვალდებულება მთლიანად გააუქმა. მისი გეგმები, რა თქმა უნდა, გასაგებია. ეს მან გააკეთა ივლისის ბოლოს, აგვისტოში აპირებს, დახუროს ოპოზიციური მედია, სანამ მთელი მსოფლიო და ქართველების ნაწილი შვებულებაშია წასული, შემდეგ აპირებს, კოვიდის საფარქვეშ შემოიღს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი. კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, იმიტომ, რომ შარშან, არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი. ახლაც მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას ადამიანების სიცოცხლე ეწირება. იგივე გეგმა აქვს წელს სექტემბრისა და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი. იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამეტო არჩევნებზე, მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნების და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ბევრ სხვა ადგილზე, პრაქტიკულად ყველგან ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა, რასაც უსახავენ, ქვეყნიდან გაგდებაა. ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე, ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ საქართველოში ჩამოვიდე, ამჯერად სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ამჯერად ვერ ეღირსება ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია! ახლა საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმება, მენდეთ, ბოლომე ვიბრძოლებ, არასდროს გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც ერთგულებას ინარჩუნებდნენ. ჩვენ ყევლაფერი გამოგვივა. დიდი ხანი ვიცადეთ, ბევრი წელი დავკარგეთ, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო არ აქვს. წავალთ ბოლომდე და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს წელი არის გამარჯვების წელი. ღმერთი იყოს თითოეული ქართული ოჯახის და საქართველოს მფარველი",- განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)