|
2021-07-23 21:52:27, 1130 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი მეტი თავისუფლება“ თბლისში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს, ხოლო ვიცე-მერის კანდიდატს თავად დააყენებს
„გირჩი მეტი თავისუფლება“ თბლისში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს, ხოლო ვიცე-მერის კანდიდატს თავად დააყენებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე წერს. „2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებაზე: ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ხმების მაქსიმალური მობილიზაციაა. თუმცა, მე მჯერა რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ - დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე როგორც ეს შარშან გავაკეთეთ. ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. 2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, გირჩი - მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას. ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან. კოვიდი მოვილიე, სექტემბერში სრულად ფორმაში ვიქნები“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)